პრემიერი - ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი ქურდულად შემოიპარებოდა, რათა მოეწყო რევოლუცია, არეულობა - ჩვენმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 9 წელი მართავდა, ქურდულად, მალულად შემოიპარებოდა ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში მოეწყო რევოლუცია, არეულობა და ქაოსი, ეს მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნულით სუს-ის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, სახელმწიფო სამსახურებმა შესაძლო დანაშაული აღკვეთეს.

„ამ ადამიანებს არავითარი ზღვარი, ლიმიტი არ გააჩნიათ, მათ გეგმებში შედიოდა მკვლელობებიც. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ როგორც პირველ ოქტომბერს, ასევე გუშინ, მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ ემთხვევა მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება საარჩევნო პერიოდს, პრემიერი პასუხობს, რომ „ყველასთვის ცნობილია მათი დესტრუქციული ბუნება“.

„რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დაემთხვა, ბუნებრივია, ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია მათი დესტრუქციული ბუნება, ის რომ გეგმავენ და გეგმავდნენ გარკვეულ არეულობებს, ეს ყველასთვის ცნობილია. სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო და სამსახურები იმისთვის არიან, რომ მოახდინონ პრევენცია. მთავარი დანიშნულება პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურების არის, რომ წინასწარ გათვალონ, მოახდინონ პრევენცია. თუ ამ დანაშაულის დაგეგმვას, თუ მათ განზრახვებს ქმედება არ მოყვა, ეს არის არშემდგარი დანაშაული, შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი - შესაძლოა, მათ ჰქონოდათ გეგმა, მაგრამ თუ ეს გეგმა თუ არ განხორციელდა, ბუნებრივია, ეს არის არშემდგარი დანაშაული. შესაბამისად, ყველაფერს აქვს პრევენცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს