ნიკა მელია - ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია

ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს, „თუმცა ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო“.

„ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიშები აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა