თამარ კორძაია - მასობრივად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და ფულის დარიგება - დარღვევის ახალი სახეა, „დამკვირვებლების კარუსელი“

დღეს ჩვენ არაერთგზის გამოვავლინეთ, რომ მასობრივად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და ფულის დარიგება - დარღვევის ახალი სახეა, „დამკვირვებლების კარუსელი“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კორძაია განმარტავს, კრიმინალური წარსულის და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებულები.

"დილით, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. ჩვენ ამ წუთისთვის, შეგვიძლია ამის მტკიცებულება წარმოგიდგინოთ. მესმის, რომ პერსონალურ მონაცემებს ვავრცელებთ, მგრამ საჯარო ინტერესი მოითხოვს, რომ ეს საჯაროდ გამოვაქვეყნოთ.

ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა. სახელი და დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ემთხვევა, ორივე მოქმედია. არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, ამ მტკიცებულებით, დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს. დღეს, საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ყველა უწყებით, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული.

დარღვევები, რომელიც დღეს აღმოვაჩინეთ, არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაზეც ახლა გესაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დამკვირვებლების მონაწილეობით დარღვევის ახალი სახეა, „დამკვირვებლების კარუსელი“ შეიძლება ვუწოდოთ მას. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ადამიანი გამოდის უბნიდან, მას დამკვირვებლის ბეჯი აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მიდის, ისინი ამ ბეჯს აბრუნებენ და იქიდან ხდება უცნაური მოძრაობა, სავარაუდოდ, ფულის ამოღება. მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, ეს მოხდა ისნის 44-ე უბანზე.

დღეს ჩვენ არაერთგზის გამოვავლინეთ, რომ მასობრივად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და ფულის დარიგება. ეს ხდებოდა პირველი ტურის შემთხვევაში, მაგრამ დღეს ამას გაცილებით დიდი მასშტაბები აქვს.ვიდეოში ასევე ჩანს, რომ დღეს, ასევე მასიურად მობილიზებულია კრიმინალური წარსულის და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები უბნებთან“,-აღნიშნავს კორძაია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა