კელი დეგნანი - გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, დამკვირვებლებზე თავდასხმების, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისა და სხვადასხვა ფაქტის შესახებ - მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ

ჩვენ გვყავს საელჩოს 26 გუნდი საქართველოს მასშტაბით და ისინი ძალიან განსხვავებულ მოვლენებს ხედავენ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში. გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების განხორციელების შესახებ, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისა და სხვადასხვა ფაქტების შესახებ. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება, მაშ შორის გადათვლის სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და ქვეყანამ შეძლოს წინსვლა. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმება მოხდა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები, ძალიან განსხვავებული პარტიებიდან გამოდიან ერთად, იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის და შეაქვთ წვლილი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ყველა არჩევნები არის ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას ვიხილავთ დღეს და ხვალ,“- აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა