ბადრი ჯაფარიძე - ყოველი არჩევნების წინ ვისმენთ განცხადებას ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მომზადების თაობაზე, არჩევნების შემდეგ კი ეს თემა ქრება

ყოველი არჩევნების წინ, ვისმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მომზადების თაობაზე. არჩევნების შემდეგ კი ეს თემა ქრება - ოპოზიციის ამოცანაა ქვეყანაში არეულობა არ იყოს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ სუს-ი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, აღნიშნული განცხადების მიზანია ამომრჩევლის შეშინება, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება და ალიაქოთი მზადდება.

"ყოველი არჩევნების წინ, ვისმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მომზადების თაობაზე. არჩევნების შემდეგ კი ეს თემა ქრება. როგორც ჩანს, ამის მიზანია ამომრჩევლის შეშინება, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება და ალიაქოთი მზადდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ამით მოხდეს მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამოცანაა, რომ ქვეყანაში არეულობა არ იყოს. მშვიდი და სტაბილური გარემო იყოს, რათა დაპირისპირება დასრულდეს. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე საარჩევნო მიზნებს ემსახურება და იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს "ქართული ოცნების" პირობებში ყველა არჩევნების წინ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ განცხადების კეთებას", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, ოპოზიცია დღეს, საღამოს ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების აღნიშვნას გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს