გრიგოლ ლილუაშვილი - თუ სუს-ის თანამშრომლებს შეამჩნევთ უბნებზე ოჯახის წევრებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ხმის მისაცემად მოვიდნენ, თუ სხვა ვითარებაში დააფიქსირებთ, მზად ვართ ამაზე მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ

თუ სუს-ის თანამშრომლებს შეამჩნევთ უბნებზე ოჯახის წევრებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ხმის მისაცემად მოვიდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუკი სხვა ვითარებაში დააფიქსირებენ სუს-ის თანამშრომლებს, მზად არიან რეაგირება მოახდინონ.

„პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ სუს-ის რომელიმე თანამშრომელი დააფიქსირეთ, სახელი, გვარი, ამის გადამოწმება არის ძალიან მარტივი. თუ სუს-ის თანამშრომელი, ისევე როგორც მე - ხელმძღვანელი პირი მოვედი და ხმას ვაძლევ და დამაფიქსირებთ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი, მათ შორის, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად თუკი შეამჩნევთ საარჩევნო უბნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმის მისაცემად მოვიდნენ. თუკი სხვა ვითარებაში დააფიქსირებთ სუს-ის თანამშრომლებს, მზად ვართ ამაზე მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურისა და სუს-ის წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მიმართეს და აქტიური ჩარევის შედეგად პირადობის მოწმობები უკან დაუბრუნდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა