სუს-ის უფროსი - სქემა რომ არ გაშიფრულიყო, შესაძლოა, დღეს საქართველოში უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო - წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები

სქემა რომ არ გაშიფრულიყო, შესაძლოა, დღეს საქართველოში უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის სქემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალში საზოგადოებას საინტერესო ფაქტები და პროცესები ელოდება.

„ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ქვეყანაში არსეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია. წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება და რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გაასაჯაროვა აუდიო მტკიცებულების ნაწილი, რომელიც, მათი ინფორმაციით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. უწყების ინფორმაციით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2 - საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ბ. წერედიანი, ა. მილორავა და დაუდგენელი პირები ფიგურირებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა