რატი იონათამიშვილი - რუსთავში "ნაცმოძრაობის" „ზონდერები“, კრებითი შაშკინები ცალკეულ საარჩევნო უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს

„რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება, ეს არის რეალობა, რაც ძალიან სწყინს "ნაციონალურ მოძრაობას" და შესაბამისად, ამ პარტიის „ზონდერები“ - კრებითი შაშკინები, ცალკეულ უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს, ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამაშვილმა.

მისივე თქმით, დილით მოისმინეს ამერიკის ელჩის შეფასება, რომლის თანახმადაც, რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება.

„ეს არის რეალობა, რაც ძალიან წყინს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამისად, ამ პარტიის „ზონდერები“, კრებითი შაშკინები ცალკეულ უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს, ეს მათ არ გამოუვათ. ჩვენ ვაფიქსირებთ თითოეულ დარღვევას, იწერება საჩივრები, ასევე ეს ცნობები გაეგზავნებათ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თითოეული რუსთაველის არჩევანს", - აცხადებს იონათამაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს