„ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი რა ბეიჯით გადაადგილდება იცით? - წარმოიდგინეთ სიყალბის რა ხარისხთან გვაქვს საქმე, ის აკვირდება არჩევნებს, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, ეს არის სიყალბის მაგალითი.
„თქვენი კოლეგა ყოფილა ამავდროულად და ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელია. შეიძლება კანონით პირდაპირი აკრძალვა არ არის, მაგრამ ჯაფარიძე სარგებლობს ბეიჯით და ამბობს, ამ ბეიჯზე აწერია, რომ ის არის მედიასაშუალების წარმომადგენელი, პარტიული სიის პირველი ნომერია. წარმოიდგინეთ სიყალბის რა ხარისხთან გვაქვს საქმე, ის აკვირდება არჩევნებს, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი, მეტი „ფეიკი“ და სიყალბე ხომ არ შეიძლებოდა წარმოგვედგინა, მაგრამ ესეც ვნახეთ, სიის პირველი ნომერი -მედიასაშუალების დამკვირვებელი,“- განაცხადა მდინარაძემ.