მამუკა მდინარაძე - გვარამიამ „ანოვაცია“ შემოგვთავაზა ინოვაციის ნაცვლად, ეს ეგზიტპოლიც რაღაც „ანოვაციური“ იქნება

გვარამიამ „ანოვაცია“ შემოგვთავაზა ინოვაციის ნაცვლად, ეს ეგზიტპოლიც როგორც ჩანს, რაღაც „ანოვაციური“ იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც “მთავარი არხის“ მიერ წარმოებულ ეგზიტპოლზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ე.წ ოპოზიციური არხები დღეს ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ და ეს არავის უნდა შერჩეს.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი მინუსიც არის, რომ „ანოვა“ ასეთი კომპანიის არსებობა, გუშინ პირველად გავიგე, მაგრამ გვარამიამ „ანოვაცია“ შემოგვთავაზა ინოვაციის ნაცვლად, რაღაც „ანოვაციური“ იქნება ეს ეგზიტპოლი როგორც ჩანს. ერთ დღეში ასე გადალაგება, რომ გუშინ სხვა ატარებდა, დღეს სხვა ჩაატარებს ეგზიტპოლს, არ ხდება. წარმოუდგენელი რაღაცის გაკეთება სცადა გვარამიამ სკანდალის გადასაფარად. დღეს ისე, როგორც არასდროს მე „ნაცმოძრაობის“ არხებს ვადევნებ თვალყურს, წარმოუდგენელი რაღაც ხდება იქაც, იქიდან გამომდინარე, რომ „ქარიშხალი ჭიქაში“ თუკი რაიმეს შეიძლება დაერქვას, დღევანდელ დღეს ჰქვია. მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ არ არის ფაქტები, სამწუხაროდ, ჟურნალისტები საუბრობენ, რაღაც ამბებს ყვებიან, თუმცა ფაქტები ამის შესახებ წარმოდგენილი არ არის. „სადღაც ვიღაც ტუალეტში ჩაიკეტა“, „სადღაც ვიღაც გვერდითა ოთახში ჩაიკეტა“, შემდეგ ვხედავთ კადრებში, რომ საჭმელს ჭამენ იქ ადამიანები. თუ უნდათ, რომ საჭმლის ჭამის უფლება შეუზღუდონ, ეს აღარ ვიცი ანუ ფაქტები არ არის, არის მონათხრობი და ტყუილი ამბები. ეს არავის უნდა შერჩეს, ეს არ არის ჟურნალისტის გადასაწყვეტი, ამას მას ეუბნებიან პროდიუსერები, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული ლიდერები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს