ქუთაისის 43-ე უბნის თავმჯდომარე - უბნისთვის ქვები არავის დაუშენია, ერთადერთი ქვა მოხვდა და მოვახდინეთ რეაგირება

ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ირაკლი კინწურაშვილის განცხადებით, უბნისთვის ქვების დაშენა არ მომხდარა.

როგორც კინწურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საარჩევნო უბნის ფანჯარას მხოლოდ ერთი მცირე ზომის ქვა მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

,,უბნისთვის ქვები არავის დაუშენია, ერთადერთი ქვა მოხვდა. მოვახდინეთ რეაგირება და დავურეკეთ უბანზე მომაგრებულ პოლიციას, რომელიც ახლა პერიმეტრს აკონტროლებს. ქვის სროლას მინის დაზიანება არ გამოუწვევია. გადავიხედეთ ფანჯრიდან, მაგრამ გარეთ არავინ არ იყო“, - აღნიშნა 43-ე უბნის თავმჯდომარე ირაკლი კინწურაშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დამკვირვებელი, ოთარ აბესაძე აცხადებს, საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, რასაც ფანჯრების ჩამსხვრევა მოჰყვა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის