„ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის" ეგზიტპოლებს პარტიის ოფისის წინ დამონტაჟებულ სცენაზე ეცნობიან.
პარტიის ოფისთან იმყოფებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და პარტიის სხვა ლიდერები.
პარტიის ოფისთან შეკრებილი არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.