კახა კალაძე - ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება

ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ “გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და პირობა დადო, რომ ყველა ადამიანის მერი იქნება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით.

დღეს ყველაზე მეტად რაც თბილისს სჭირდება, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევალდ მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მე პირობა დავდე, ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასევე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

“გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს