ნიკა მელია - აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის

აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე, - ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს არ მოსთხოვენ პასუხს, ვინც, მისი თქმით, პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან „ისინი არიან მსხვერპლნი.“

"ძალადობენ, ახლაც ძალადობენ, არ გაგივათ. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე - არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც ახლა პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან ისინი არიან თქვენს მიერ დატყვევებული ადამიანები, მსხვერპლნი, რომლებიც ასევე უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო