ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ ეს იყო საქართველოში ბოლო პოლარიზებული არჩევნები

მგონია, რომ ეს იყო საქართველოში ბოლო პოლარიზებული არჩევნები, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები თვისობრივად განსხვავებულ გარემოში ჩატარდება - აღარ იქნება პოლარიზაცია იმიტომ, რომ აღარ იქნება „ნაცმოძრაობა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, შემდეგი 3 წლის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, რომლის „ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „ნაცმოძრაობის“ საბოლოოდ დამთავრება იქნება“.

„ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარება. ვიდრე ასეთი მენტალიტეტის და ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკური პარტიები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში იქნებიან, მანამდე მუდმივად იქნება პოლარიზაცია, დესტაბილიზაციის მცდელობები და ა.შ. ამიტომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალური და საგარეო პოლიტიკის კუთხით, მაგრამ ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება „ნაცმოძრაობის“ საბოლოოდ დამთავრება, რა გადაწყვეტილებაც 2 და 30 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მიიღო. ჩვენ ვალდებული ვართ, საქართველოს მოქალაქეების პრინციპული გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედოთ. „ნაცმოძრაობა“ უნდა დამთავრდეს იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს