ანზორ მელია - „ქართული ოცნების“ კანდიდატს მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო

„ქართული ოცნების“ კანდიდატს მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ანზორ მელიამ თანაგუნდელებსა და მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან, იბრძოდნენ ვაჟკაცურად გამარჯვებისთვის. მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა