კონგრესმენი ბრედ შერმანი - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე და გადაიყვანოს საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის

ამერიკელი კონგრესმენი, ბრედ შერმანი, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას სწრაფი და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ღრმად შეწუხებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას შემდეგ, რაც ის დაიჭირეს დაუსწრებლად შეფარდებული ბრალდებების საფუძველზე, რასაც ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საქართველოში პოლიტიკური ფრაგმენტაციის გაღრმავების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რამაც შეასუსტა ხალხის ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების მიმართ, პოლიტიკური ფიგურების დაკავების საგანგაშო ტენდენცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასი, არ წარმოადგენს იმ გზას, რაც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გეზისთვის.

როგორც აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პალატის უფროსი წევრი, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში. სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებაზე წვდომის გარანტია, გადამწვეტია ქართველი ხალხის ნდობის აღდგენისთვის და ქვეყნის ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“, - აცხადებს კონგრესმენი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს