იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მოსამართლეთა კონფერენციაზე ანგარიში წარადგინა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020-2021 წლებში გაწეულ საქმიანობას ეხება.
როგორც ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საბჭოს ძირითად საქმიანობაზე და ფუნქციებზე.
“ჩვენ ამ პერიოდში ჩავატარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი, ასევე სხვადასხვა სასამართლოებში დაინიშნა 46 მოსამართლე. ყურადღება გავამახვილე, როგორც ამ საკითხზე, ისე საქმეთა ნაკადის მართვაზე, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე და სხვადასხვა საკითხებზე”, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.