ალბერტ იონსონი - პირველ ტურში აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში.

„აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს", - განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ამასთან ალბერტ იონსონმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა.

მისი განმარტებით, ოპოზიციაში დაგმეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა. იონსონის თქმით, ეს შეფასდა, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების დაშინების მცდელობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე, ხოლო „ქართული ოცნების“ კამპანია, პირველ ტურთან შედარებით, ძირითადად უფრო მეტ ეროვნულობაზე“, - განაცხადა იონსონმა.

მისი შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო.

„კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას", - განაცხადა იონსონმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ჩატარებას, თუმცა უშედეგოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა