შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების დასკვნა უაღრესად პოზიტიური იყო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების დასკვნა უაღრესად პოზიტიური იყო.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ყველამ უნდა გააანალიზოს ანგარიშში ასახული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები და სამომავლოდ გაითვალისწინოს.

„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მის მეორე ტურს, მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როდესაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად კამპანიის წარმოება. როდესაც ვნახეთ, რომ თავად ადმინისტრირება იყო ძალიან გამართული. მოვისმინეთ მათ შორის შექების სიტყვები საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს მიმართ, ისევე, როგორც რეფორმირებული კანონმდებლობის მიმართ. ხმის მიცემის პროცესთან და დათვლასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები იყო. ასევე პოზიტიურად შეფასდა ის მექანიზმი, რომელიც საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოვიღეთ ხელახალი დათვლის სახით“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დადებითად შეფასდა ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმი. თუმცა, შალვა პაპუაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ნეგატიური საკითხები, რაზეც ანგარიშშია საუბარი.

„კერძოდ, ჩვენმა პარტნიორებმაც აღნიშნეს პოლარიზაცის პრობლემა, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს პოლარიზაცია სამწუხაროდ, ავნებს ქართულ დემოკრატიას. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, ნეგატიური რიტორიკა, რომლითაც ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთოს მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, არჩევნების მეორე რაუნდი კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს