ნინო ლაცაბიძე - ნამდვილად რუსთავისთვის არის ახალი გამოწვევა, რომ საკრებულოში არ გვყავს უმრავლესობა, მაგრამ არ ვუშინდებით

ნამდვილად რუსთავისთვის არის ახალი გამოწვევა, რომ საკრებულოში არ გვყავს უმრავლესობა და ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ ეს უმრავლესობა გვყოლოდა, მაგრამ არ ვუშინდებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამაში სანერვიულო არაფერი არ არის.

„ამ გამოწვევას დავძლევთ. პირიქით, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ოპოზიციური ხმებით წარმოდგენილი საკრებულოში, აკეთონ საქმე, საქმის კეთებაზე გადავიდეთ. აქამდე თუ იყო მხოლოდ კრიტიკა, ახლა ეძლევათ შესაძლებლობა აკეთონ საქმე და ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძე გამოჩენილი ნდობისთვის ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას ელოდებოდა.

"რუსთავში, გუშინ გაიმარჯვა მეგობრობამ, გაიმარჯვა ღირსებამ, ერთიანობამ და სურვილმა, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ პროექტს, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით წარმატებით განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ველოდით ღირსეულ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ რუსთაველს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ გამომიცხადეს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ღირსეული შრომისთვის და გვერდში დგომისთვის. იცით, რომ საკრებულოში არ გვაქვს უმრავლესობა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და რუსთავმა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ხმა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ ქალაქის განვითარებას“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს