გიგი წერეთელი - ეუთო/ოდირი არასდროს დასვამს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ის ამცნობს საზოგადოებას დარღვევების შესახებ და შემდეგ საზოგადოება დასვამს საბოლოო ბეჭედს

ეუთო/ოდირი არასდროს დასვამს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ის ამცნობს საზოგადოებას დარღვევების შესახებ და შემდეგ საზოგადოება დასვამს საბოლოო ბეჭედს, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ეუთო/ოდირის დასკვნაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში პრაქტიკულად, არჩევნების ყველა ძირითადი მანკიერება იყო ასახული.

"მე მგონი ძალიან მკაფიო იყო და არაორაზროვანი, რაც ითქვა, როგორც პირველ ასევე მეორე ტურზე ეუთო/ოდირის მხრიდან. პრაქტიკულად ყველა ის ძირითადი მანკიერება იყო ასახული ამ დასკვნაში და რაც ყველაზე მთავარია საბოლოოდ დღეს, რაც გახმოვანდა ძალიან კარგად კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლების ადმინისტრაციულმა რესურსმა და ზღვარის წაშლამ რაზეც იყო საუბარი, გადაწონა სასწორი ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ეს იყო ძალიან მცირე სხვაობა.

ეუთო/ოდირი და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ეუთო, რომელიც არის ძირითადი აუდიტორი არასდროს არ გამოაცხადებს ლეგიტიმურობისა და არალეგიტიმურობის საკითხს. ყოველთვის აღწერს ვითარებას, ეუბნება საზოგადოებას, რომ აი, ასე ჩატარდა თქვენი არჩევნები, ასე წარიმართა პროცესი, ეს იყო დარღვევები და ლეგიტიმაციის ბეჭედს საბოლოოდ დაასვამს საზოგადოება და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ალბათ კითხვის ნიშნებიც არ არსებობს, თუ როგორი ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომელმაც დიდ ქალაქებში 1-2%-ით გადაძალა ოპოზიცია ამხელა ადმინისტრაციული რესურსის და ძალიან ბევრი დარღვევის შედეგად“, - განაცხადა წერეთელმა.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს