ელენე ხოშტარია - არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს, არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით

არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ამ არჩევნებზე ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა აჩვენა.

„მოგესალმებით ოპოზიციის სახელით, მოგესალმებით ბრძოლის შემართებით, მოგესალმებით პრინციპულობით და გამარჯვების ჟინით, რომელსაც არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში. მე მესმის რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის გაფორმებული ბიულეტენში გამარჯვება, არამედ არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ! არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, ან დავთმობთ თქვენს არჩევანს. დღეს, არჩევნებიდან მეორე დღეს ჩვენ შევიკრიბეთ არა უბრალოდ ემოციების გამოსახატავად, ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაგაცნოთ კონკრეტული გეგმა, საერთო ოპოზიციური გეგმა, ჩვენი ერთობის გეგმა ჩვენი კოალიციის გეგმა, გეგმა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და თქვენი ნების აღსრულებამდე. მთავარია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე ოლიგარქს დავანახეთ ძალიან დიდი ძალა. ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, მისცეს ცვლილებებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“