ნიკა მელია - ვიცი, რას განიცდი ახლა მიშა - ბევრი ეცადა, ჩვენს შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდო, მაგრამ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა გვერდში დაგდგომოდი, რათა ციხიდან კი არ გვიყურებდე, არამედ თავისუფალი იყო

ბევრი ეცადეს, მტერმა თუ მოყვარეებმა, რომ ჩვენს შორის არარსებული უთანხემოება ჩამოეგდოთ, მაგრამ, როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის წინ, შეკრებაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

მან მადლობა გადაუხადა სააკაშვილს, როგორც „ადამიანს, რომელიც უკვე 30-ე დღეა შიმშილობს, იმისთვის, რომ საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს“.

„დიდი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 30-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. დიდი მადლობა მას! ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მე მინდა მას მივმართო, მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ, მიშა, მე როგორც შენი თანამებრძოლი, როგორც ქართველი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს მტერმა თუ მოყვარეებმა, რომ ჩვენს შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდო, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი, ოღონდ არა გამოკეტილი საპატიმროში. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას!“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა