ნიკა მელია - მივმართავ ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ვინც არიან ჯერჯერობით იქ, სადაც არიან - მალე ბრძოლა გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით

მივმართავ ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ვინც კი არიან ჯერჯერობით იქ, სადაც არიან, მალე ეს ბრძოლა გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე ხელისუფლების წევრებს.

როგორც მან აღნიშნა, მუდმივი პროტესტი მიეძღვნება ქვეყანაში სამართლიანობას და არჩევნებზე „მოპარული ხმების უკან დაბრუნებას“.

„ძალიან სამარლიანი ბრძოლა მიეძღვნება უბრალოდ სამართლიანობას და ჩვენი მოპარული ხმების უკან დაბრუნებას, ცვლილებებს დიდწილად. ეს აუცილებლად გულისხმობს იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც თქვენ დაიჭირეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, ჩაუდეთ იარაღები და ხელყუმბარები სხვადასხვა რეგიონებში. მესმის, ეს ბრძოლა არის მძიმე, მაგრამ ამავე დროს, ხომ არის საამაყო? ეს ბრძოლა შესაძლებელია დამღლელია მავანისთვის, მაგრამ ამავე დროს, ამაღელვებელია. ეს ბრძოლა ნამდვილად არის სტრესული, მაგრამ ამავე დროს თავისუფალი ადამიანების მიერ თავისუფლად გამოხატული ნებით ჩართულ ბძროლას ვადევნებთ თვალ-ყურს და არა ძალდატანებით, არა ვიღაცის „დიქტანტით“, - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო