ნიკა მელია - არავინ უკან დახევას არ აპირებს იქამდე, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მომპარავს არ დაერქმევა ქურდი

არავინ უკან დახევას არ აპირებს იქამდე, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მომპარავს არ დაერქმევა ქურდი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე „არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკოსის ცალკე აღებული, არამედ ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ“.

„ჩვენ, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ სხვადასხვა ქალაქებში, იქ სადაც იძალადა „ქართულმა ოცნებამ“ და მოიპარა ქართველი ხალხის ხმა და არჩევანი, ჩასვლას. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ კვირა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რუსთაველის გამზირზე მთელი საქართველო შევიკრიბებით. მე ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, ღარიბაშვილსაც, კობახიძესაც და სხვებსაც, მათზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, როგორ იმოქმედებს ქართველი ხალხი, საკუთარი ბედის მჭედლები თვითონ იქნებოდნენ, მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება გუშინ, რომელიც მიიღეს. შესაბამისად, ახლა, როცა ქართველმა ხალხმა მიიღო მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ საარჩევნო წესით ისინი არ გეგმავენ ცვლილებებს და იპარავენ არჩევანს, მათ მოუწევთ დიახაც, ქართველი ხალხის ნების პირისპირ დადგომა. რიცხოვნობით, ჩვენი სიმართლით და სიმტკიცით, იქ სადაც ტრადიციულად მარცხდება მოძალადე რეჟიმი სხვადასხვა ფორმაციის, დამარცხდება აუცილებლად. არავინ უკან დახევას არ აპირებს იქამდე ვიდრე, ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მომპარავს არ დაერქმევა ქურდი. დიახაც, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ცალკე აღებული, არამედ ამ ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ იქნება ბრძოლა გაგრძელებული, ვიდრე არ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა: "მე ერთ რამეს მინდა დაგპირდეთ, ამ მოედნიდან, რუსთაველის გამზირიდან ჩვენ დამარცხებულები არ გავალთ, ჩვენ გავალთ გამარჯვებულები".

როგორც მან აღნიშნა, წინ არის საინტერესო, ისტორიული, მძიმე და მნიშვნელოვანი თავგადასავალი.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა სახელმწიფოს ღირსების საკითხია.

"ძალიან გვიჭირს, ძალიან გიჭირთ თქვენ აქ დგომა, როცა იცით, რომ ჩვენი მეგობრები ციხეში არიან, რომლებსაც იარაღი ჩაუდეს. არიან ასეთი ადამიანები ბევრი, ბევრს არ იცნობთ, მაგრამ ყველა ვიცნობთ ადამიანს, რომლის მალე დახსნა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია. როცა მას, მოშიმშილე ადამიანს ციხესთან აქციას უწყობდნენ და ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ მასზე, მერე ნურავის გაუკვირდება "ქართულ ოცნებაში", რომ ჩვენ გვაქვს დიდი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იქნას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანილი, რადგან მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს სერიოზულად მეპარება ეჭვი და არ მჯერა, რომ ამ მოძალადეების ხელში, მისი ჯანმრთელობა და ფიზიკური უსაფრთხოება დაცული იქნება. ამიტომ ეს და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ, თქვენ ხართ ხელისუფალი ჩათვალეთ. მთავარი ხმა გეკუთვნით თქვენ. წინ გველოდება ძალიან საინტერესო, ისტორიული, მძიმე და მნიშვნელოვანი თავგადასავალი, სადაც ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა ვიაროთ და გავაოცოთ საკუთარი თავებიც ჩვენი სიმტკიცით და ყველა მოყვარე და ყველა მტერი", - განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

"მე ვფიქრობდი, ეს განცხადებები სადღაც ოფისში გამეკეთებინა და არ შეგვეწუხებინეთ, მაგრამ ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც არ უნდა დაღლილები ვიყოთ, ჩვენ დრო არ გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს თვალი მოვაშოროთ და ძალიან ხშირად მოგვიწევს ერთმანეთისთვის თვალის გასწორება. მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და ყველას გელოდებით თავისუფლების მოედანზე, მანამდე ჩვენ გავეშურებით რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში.

არაფერი უკან დასახევი არ გვაქვს, უკან დასახევი გზა არის ჩახერგილი და როცა ეს გზა ჩახერგილია, ეს გზა არ ჩაგვიხერგა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ თვითონ ჩავიხერგეთ უკან გზა, რადგან ვიცით, ერთადერთი გამოსავალი არის წინსვლა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. არაფერი ჩვენ არ გაგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ მართლები ვართ, ბიძინა ივანიშვილსაც გამოვტაცებთ მიტაცებულ სახელმწიფოს მისი მარწუხებიდან და ეს ხელისუფლება გადაეცემა ხალხს, მის უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა