„ნაცმოძრაობამ“  3-26 ოქტომბრის ჩათვლით, რეკლამაში  676 213 ლარი დახარჯა

პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით, ფულადი შემოსავლის სახით 815 651 ლარი მიიღო. მათ შორის, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 632 047 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 183 502 ლარი ჩაერიცხა.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 676 213 ლარი დახარჯა. მათ შორის პარტიამ ყველაზე დიდი თანხა, ინტერნეტ რეკლამაში 233 878 ლარი გადაიხადა, სატელევიზიო რეკლამისთვის 219 709 ლარი გაიღო, სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 221 525 ლარი გამოყო, ხოლო ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯი 1100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გარე რეკლამას, პარტიის მიერ საანგარიშო პერიოდში გარე რეკლამისთვის გადახდილი თანხა დეკლარაციაში მითითებული არაა. თუმცა, ამასთან, დეკლარაციაშივე ვკითხულობთ, რომ პარტიას საგადასახადო ვალდებულებაში მითითებული აქვს სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის გასაღები 200 851 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა პარტიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 3 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პარტიამ სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინარებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების მოწყობისთვის 54 265 ლარი დახარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა