თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით ცოცხალი სჭირდება

მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით ცოცხალი სჭირდება, - ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

„ძალიან რთული პროცესია. მან უდიდესი საქმე გააკეთა ამ პოლიტიკური აქტით. მისი ასეთი ჩამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო ბრწყინვალე მასშტაბური პოლიტიკური აქტი და ამაზე მინდა ვისაუბრო, ასევე შემდეგ სტრატეგიაზე. თავის საქმე, როგორც ლიდერმა თვითონ იცის, მაგრამ მე პირადად, ვთვლი და მგონია, რომ ახლა, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ზუსტად ამ ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. დღეს, რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას”, - აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, თავს პირველად მისცემს უფლებას, რომ სთხოვოს სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა.

“ამ ხნის განმავლობაში მე არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, იმიტომ, რომ ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს მე ვთვლი, ასე ვხედავ პოლიტიკურ ბრძოლას, რომ ის ცოცხალი სჭირდება ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით”, - აცხადებს ჩარკვიანი.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს