რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ბორჯომში სემინარი გაიხსნა

რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დღეს, ბორჯომში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაიხსნა სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემინარის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიური ლიდერების როლისა და მნიშვნელობის ზრდა.

სემინარს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მთავარი თემებია: გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.

სემინარი გახსნეს და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

„სემინარის პირველი შეხვედრის განხილვის თემებია: გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია (და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი, ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი, თეონა კუჭავა); ბავშვთა განვითარების საფეხურები, ძალადობის გავლენა ბავშვთა განვითარებაზე; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში დეპრესიული მდგომარეობის, ბრაზის/შფოთვისა და თვითმკვლელობის პრევენციის მიზნით; აზარტული თამაშების პრევენცია ახალგაზრდებში (ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი ნონა ციხელაშვილი).

ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის, ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში რელიგიური ლიდერების როლი, მნიშვნელობა და შესაძლებლობები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო. რელიგიის სააგენტომ შუამავლის ფუნქცია იკისრა რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას.

2019 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობამ საქართველოში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შედგა ორი რელიგიური ორგანიზაციის, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრა და სემინარი UNICEF-თან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ასევე, გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანგებო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იყო გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის სემინარი მუშაობას ხვალაც გაარძელებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო