მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტთან თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე ისაუბრებს. ნიკა გვარამიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობდეს.
“სააკაშვილთან საუბრის მთავარი საკითხები იქნება საარჩევნო თემა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემთვის, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და ყველაფერი მიმდინარეობდეს ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი მოითხოვს. არჩევნებზე, ცხადია, ვისაუბრებთ და მოგახსენებთ მის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.