პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით არჩეულ მერებს გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.
„პირველ რიგში, მინდა ყველა მერს, ყველა მუნიციპალიტეტში ვინც გაიმარჯვა, მივულოცო და წარმატება ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში. იმედი გვაქვს, რომ ყველა იქნება წარმატებული თავიანთ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. დასრულდა ეს წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნებიც დასრულდა. მნიშვნელოვანია იმ დღის წესრიგს, რომელიც პარლამენტში გვაქვს, ბოლომდე დავუთმოთ ჩვენი ენერგია და დრო და მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გავეცით“, - განაცხადა კუჭავამ.