იაგო ხვიჩია - ახლა სააკაშვილის ციხეში ყოფნას არანაირი ელექტორალური მნიშვნელობა არ აქვს, სჯობს, აღარ აწვალონ, შეთანხმება შეასრულონ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ დროზე გაუშვან

ეს ისეთი პარლამენტია, ვერ გამოვრიცხავ, აქ ყოფნა ვინმეს მოწყინდეს და წასვლა უნდოდეს, შესაბამისად, კრიტიკაც ჩემთვის კომფორტული არ იქნება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის დატოვების თაობაზე.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ხაზარაძის განცხადებას არგუმენტაცია აკლია, თუ რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება.

„ამ პარლამენტს სხვა სახის პრობლემები აქვს, ამაში დამნაშავეა როგორც "ქართული ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა". ის, რაც ამ ორი პარტიის მოქმედებების შედეგად დარჩა, არ არის ისეთი სახალისო და გამომწვევი, რის გამოც შეიძლებოდა, ხაზარაძე პარლამენტში შემოსულიყო. თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ხალისით უნდა აკეთო და ის, რომ დეპუტატები ხალისით არ მუშაობენ, ხან ბოიკოტია, ყველას გვაზიანებს და მუშაობის მოტივაციას არ გაძლევს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება აქციას, ხვიჩიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებაზეა მიმართული, სწორი სტრატეგიაა.

„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით არის აქცია. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. თქვენ იცით, ჩემი პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მეც არ მომწონს. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომამ თავისი თავი ამოწურა, „ქართულ ოცნებას" ის შედეგი მიაღებინა, რაც უნდოდა. ახლა მის ციხეში ყოფნას არანაირი ელექტორალური მნიშვნელობა არ აქვს. სჯობს, აღარ აწვალონ, შეთანხმება შეასრულონ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ დროზე გაუშვან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა