გიგი წერეთელი - აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების შეუსაბამო უპირატესობამ რესურსების მხრივ, დაშინებამ და ზეწოლამ, გადამწყვეტი გავლენა იქონია შედეგებზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის საერთაშორისო შეფასებებს და ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელობა აღარ აქვს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან აშშ-ს საელჩოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი.

გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და მოვიდეს ახალი, კოალიციური მმართველი გუნდი, რომლისთვისაც ქვეყნის დემოკრატიული კონსილიდაცია და საერთაშორისო ავტორიტეტი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„აშშ-ს საელჩოს განცხადება პრაქტიკულად იგივე შინაარსისაა, როგორიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებები, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის. ძალიან მადლობელი ვართ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ამ არჩევნებს თვალ-ყურს ადევნებდა. საელჩოს განცხადებაში პრაქტიკულად აღწერილია ყველა ის მძიმე დარღვევა, რომელიც ამ არჩევნებზე ხდებოდა. ძალიან მკაფიოდ, ნათლად ჩანს და კიდევ ერთხელ არის გახმოვანებული ის შეუსაბამო უპირატესობა, რომელიც ხელისუფლებამ სწორედ ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოიპოვა, ამას დამატებული მოსყიდვა, დაშინება და სხვადასხვა ტიპის დარღვევები, იყო საფუძველი იმ ძალიან მცირე განსხვავებისა, რომელიც დღეს არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა, ამგვარმა პოლარიზაციამ, ხელისუფლების ამგვარმა ნაბიჯებმა დააზიანა საარჩევნო პროცესი და რა თქმა უნდა, ეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯსა და მისი სამომავლო დემოკრატიული განვითარებას. ეს განცხადებები და შეფასებები ყოველთვის დარჩება მხოლოდ განცხადებებად და შეფასებებად, თუ ხელისუფლება არასდროს არ გაითვალისწინებს.

როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ამიტომ არის აუცილებელი, რაც შეიძლება დროულად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და მოვიდეს ახალი, კოალიციური ხელისუფლება ქვეყნის მმართველობაში, რომელიც ყოველთვის შეეცდება, საარჩევნო პროცესი იყოს მაღალი სტანდარტის, რათა ამგვარ საერთაშორისო შეფასებებს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება არ იღებდეს“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, მათივე შეფასებით, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა