კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ.

როგორც კალაძე აღნიშნავს, შესაბამის განცხადებებს ოპონენტების პარტიული დამკვირვებლები აკეთებენ.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ოპონენტების პარტიული დამკვირვებლები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ყველას აქვს სიების ქონის შესაძლებლობა. ეს პრობლემა არ წარმოადგენს. ეს კანონდარღვევა არაა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საარჩევნო უბნებთან ჟურნალისტებზე ძალადობდნენ და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში უშლიდნენ ხელს. კალაძის თქმით, მისთვის ძალადობა მიუღებელია.

„მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება. ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვებით. ძალადობას - ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს