მედიასაშუალებების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმის პროკურორის განცხადებით, არაერთ მტკიცებულებასთან ერთად წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნებიც, რაც ჟურნალისტების დაზიანებებს ასახავს

მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, საქმეში არაერთ მტკიცებულებასთან ერთად წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნებიც, რომელიც ჟურნალისტების დაზიანებებს ასახავს.

საქმის პროკურორის თქმით, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილების სახით გამამტყუნებელი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

“ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში ყურადღება გავამახვილეთ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროს უნდა წარმოვადგინოთ სასამართლოში. სასამართლოში დაიკითხებიან ფაქტის შემსწრე მოწმეები, ასევე დაზარალებულები, გამოკვლეული იქნება ათეულობით ვიდეოჩანაწერი და გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ თითოეული ბრალდებულის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სასამართლოც ამ მტკიცებულებების შეფასების შედეგად გამამარყუნებელ განაჩენს მიიღებს. შემექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, დაცვის მხარე შესაბამისად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები დასაშვებად არის ცნობილი, ის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი იქნებიან მოწმეები, დაზარალებულები, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დაადასტურებენ დაზარალებულებისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხს, ასევე იქნება, წერილობითი, ნივთიერი და ვიდეომტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს მიიყვანს გონივრულ ეჭვს მიღმა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სამართლიანი, დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენის სახით",- განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის,რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს