გია ვოლსკი - სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს, რომ ის არის ქვეყნის დამფუძნებელი, ლინკოლნი თუ ვაშინგტონი

ადამიანურად რომ ვთქვა, სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს, რომ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი, დამფუძნებელი, აბრაამ ლინკოლნი თუ ჯორჯ ვაშინგტონი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობა არის ბერკეტი იმისათვის, რომ ვითარება დაიძაბოს და უმართავ პროცესებში გადავიდეს.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შიმშილობა მექანიზმია, საკმაოდ საეჭვო არის შიმშილობის პროცესიც, ბევრი კითხვაა ამ საკითხზე. ადამიანურად რომ ვთქვა, შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს იმაზე, რომ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი, დამფუძნებელი, აბრაამ ლინკოლნი თუ ჯორჯ ვაშინგტონი. ოპოზიციას მისცეს საშუალება იმუშაონ პარლამენტში, საკრებულოებში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა