დავით ზალკალიანი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერისგან მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. საუბარი შეეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ასევე მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. მოგეხსენებათ, რომ სლოვენია ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირს და ის იქნება თავმჯდომარე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და ბუნებრივია, ჩვენი საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული, რომ მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული - ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, უფრო მეტს იმსახურებენ და ჩვენი მცდელობები, რაც მიმართულია ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაზე, მოითხოვს შემხვედრ ნაბიჯს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირებული ტრიო ჩამოყალიბებული. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ამ შეხვედრაზე, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენი 2024 წლის მიზანთან მიმართებაში, რაც არის განაცხადის გაკეთება ევროკავშირში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა