ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველი მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ავსტრიის მჭიდრო პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

მოუთმენლად ველი მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ავსტრიის მჭიდრო პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდერ შალენბერგს გლაზგოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ავსტრიის ფედერალურ კანცლერ ალექსანდერ შალენბერგთან შეხვედრის ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა.

მადლიერნი ვართ ავსტრიის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, რაც ევროპული ინტეგრაციის გზას გულისხმობს.

მოუთმენლად ველი მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევების დასაძლევად ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“,- წერს პრემიერ-მინისტრი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა