„ევექსი ჰოსპიტლების“ სამედიცინო ცენტრებში კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფები განთავსდა

„ევექსის“ ჰოსპიტალური ქსელის 5 სამედიცინო დაწესებულებაში მემორიალური დაფები განთავსდა იმ პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფოთის, ქობულეთისა და ახალციხის ჰოსპიტლებში, გასული წლიდან დღემდე ვირუსთან ბრძოლაში ქსელის 18 პროფესიონალი თანამშრომელი დაიღუპა. კომპანიამ ამ ბრძოლაში გარდაცვლილ პერსონალს „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა, რომელიც დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს გადაეცათ. „ევექსის“ ჰოსპიტალური ქსელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფასდაუდებელი დანაკარგის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. კომპანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული პერსონალის ღვაწლს ფასდაუდებლად მიიჩნევს და მადლობას უხდის მათ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე ამ დრომდე დაუღალავად იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ვირუსთან ბრძოლაში ქსელმა 16 მედპერსონალი დაკარგა. 2021 წლიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებამ უზრუნველყო ვაქცინირებული მედპერსონალისა და სრულიად მოსახლეობის დაცვა კოვიდ-ინფექციის მძიმე გართულებებისგან, რამაც ლეტალური მაჩვენებელი თითქმის მინიმუმამდე შეამცირა.

კომპანია მოხარულია განაცხადოს, რომ დღეს „ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელში სამედიცინო პერსონალის 90%-მდე უკვე აცრილია”, - ნათქვამია „ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო