ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მიერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისათვის ისრაელში წარმოებული სათბურის გადაცემის ღონისძიება გაიმართება

საქართველოში ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მიერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისათვის ისრაელში წარმოებული სათბურის გადაცემის ღონისძიება გაიმართება.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აგრონომებსა და ექსპერტებს ისრაელიდან, საქართველოდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან საშუალება ექნებათ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

მათივე ინფორმაციით, ეს პირველი ნაბიჯია პროექტისა, რომლის იდეა კვლევითი ცენტრის ნაკვეთის ყოველწლიურად აღჭურვა და მთელი რეგიონისთვის აგრო-ტექნოლოგიურ/ტრენინგ ჰაბად გადაქცევაა.

მათივე ცნობით, თანამედროვე სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით.

„შემდეგი ფაზა კი იმედი გვაქვს ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვა იქნება.

MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა. დღემდე, საქართველოსა და ისრაელში, MASHAV-ის პროფესიული ტრენინგ კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა სხვადასხვა სფეროში (სოფლის მეურნეობა, ინოვაცია და ტექნოლოგია, განათლება, მეწარმეობა, ჯანდაცვა, ქალთა უფლებები და სხვა)

გადაცემის ცერემონიას დაესწრებიან ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი (რომელიც ასევე MASHAV-ის კურსდამთავრებულია) და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

მომავალ წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი აღინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს სადემონსტრაციო ჰაბი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ ურთიერთობის ისტორიაში.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ხატია წილოსანს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო