ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვადის გასვლის და გამოუყენებლობის გამო „ასტრაზენეკას“ 17 000 დოზა ჩამოიწერა.

გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობას რამდენჯერ მოუწოდეს, რომ ვაქცინა უფრო ფართომასშტაბიანად ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მოთხოვნილება დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით დაბალი იყო.

„ასტრაზენეკას“ ძირითად დოზებს ვადა სექტემბრის და ოქტომბრის ბოლოს გაუვიდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 000 დოზას, ჩვენ ეს ვიცოდით და რამდენჯერმე მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ უფრო ფართომასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, მოთხოვნილება იყო დაბალი დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით. ამიტომ, სექტემბერში 3900 დოზას გაუვიდა ვადა და ოქტომბერში დაგვრჩა 13 500 დოზა, ჯამში 17 000-მდე დოზა სამწუხაროდ გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა.

ჩინურ ვაქცინებს 2-3 წელი აქვთ ვადა, 2023 წლის შუა რიცხვებამდე, ხოლო „ფაიზერს“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ აქვს 6 თვიანი ვადა, მაგრამ ჩატარებული კვლევებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ფაიზერის“ ყველა ვაქცინას 3 თვის გაუგრძელდა მოქმედების ვადა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა