ხათუნა სამნიძე - არა პროპორციულს, ანუ არა არჩევნებს სინამდვილეში, ნიშნავს  არა კოალიციას

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, არ ეთანხმება საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას. ამის შესახებ სამნიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები აქვს მისაღები, ამისათვის კი 2 კენჭისყრაა საჭირო და თუ შერეული საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება პროპორციულით "ქართულ ოცნებას" კვლავ უმრავლესობა ექნება.

"რომელი ფრაქცია შეიძლება დაიშალოს და რომელს რა სახელი დაერქვას კი არა, აი, ამაზეა ყურადღება გასამახვილებელი!

მე კი გირჩევთ გაიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, აი სრულად პროპორციული სისტემა და დაბალი ბარიერი (რაც არ უნდა არ აიტერესებდეს ენმ-ს) რომ უნდა დადოს, ხვალვე რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, იგივენაირად გაგვისწორდება "ოცნება" 120/30-ზე სისტემით! ხო, 30 მაჟორიტარით ისევ უმრავლესობა ექნება! ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტში 2 კენჭისყრაა საჭირო. სულ რომ ყველა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ამ კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს.

არა პროპორციულს ანუ არა არჩევნებს სინამდვილეში, ნიშნავს - არა კოალიციას! არა არჩევნებს, რაც ბოლო დღეებია ისმის, ნიშნავს - დიახ, არა კოალიციას და კი ერთპარტიულობას ისევ. რა გზით, გასაგებია თუ დაფიქრდებით.

ამიტომ ვიყოთ თანმიმდევრული, და თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით! ამით დასტურდება ყველა პარტიის განზრახვა, რა მომავალი უნდა სინამდვილეში.

დიახ, სწორად დაგეგმილი პროტესტი და გათვლილი, რაციონალური ნაბიჯები გვჭირდება, და არა ბიძინას გასახარად ისევ გულზე მჯიღი!

ჩემი რჩევა იქნება, რის მიღწევასაც ვცდილობთ, იმას ერთი დიდი პრობლემა წინ არ დავახვედროთ - იგივე სისტემა მაჟორიტარებით“, - წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს