ავიაკომპანიები Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებენ

ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ ავრცელებს.

რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი - თბილისი - თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

მათივე ინფორმაციით, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ ავიაკომპანია Zagros Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცდა მოთხოვნილი 7 სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines-ი ეტაპობრივად გეგმავს.

„ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ კი, კვირაში 4 სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines-ი სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ, ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს