ნათია მეზვრიშვილი - პროცესების ქუჩაში გადატანა, მანდატების დატოვება, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები მხოლოდ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს

პროცესების ქუჩაში გადატანა, მანდატების დატოვება, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები და ა.შ. თუნდაც იმ პირობებში, როცა ინსტიტუტები დასუსტებულია და მის მიმართ ნდობა აღარ არის, არჩევნები მის როლს ვეღარ ასრულებს და კონსტიტუციური მართვის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია, მხოლოდ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალიზმი ეხმარება.

„ორი აზრი არ არის, რომ ეს იყო "ოცნების" მხრიდან „ყველაფრის კადრების არჩევნები“ - ხმების შესყიდვით, ფულის როლით, სისტემური ძალადობით ამომრჩეველზე (სახელმწიფო ინსტიტუტების, ძალოვნების ჩართულობით), საჯარო სამსახურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.

აღნიშნულის გამო, რაც არ უნდა დაეწერა ცესკოს შედეგებში, თუნდაც დიდი ყოფილიყო სხვაობა, არჩევნების შედეგების მიმართ კითხვის ნიშნები აუცილებლად იქნებოდა, ვინაიდან, ეს არჩევნები არ გამოხატავდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებას და არ იყო სამართლიანი - ეს კარგად დაინახეს სადამკვირვებლო მისიებმაც.

ფაქტია, რომ "ოცნებას" პოლიტიკური რესურსი დღეს ამოწურული აქვს - ხელისუფლებაში გვყავს პარტია, რომელმაც მიუხედავად სისტემური ზეწოლისა და მოსყიდვისა, ეს რესურსი ვერ შეინარჩუნა.

ამ ფონზე, პროცესების ქუჩაში გადატანა, მანდატების დატოვება, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები და ა.შ. თუნდაც იმ პირობებში, როცა ინსტიტუტები დასუსტებულია და მის მიმართ ნდობა აღარ არის, არჩევნები მის როლს ვეღარ ასრულებს და კონსტიტუციური მართვის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია, მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: „ნაცმოძრაობა“ "ოცნებამ" გააცოცხლა. მეორე მხრივ, თუ ვინმემ აქამდე მოიყვანა "ოცნება", "ნაცმოძრაობაა" - მისი რადიკალიზმი, ბოიკოტი, ერთპიროვნული მართვისკენ მიდრეკილი პოლიტიკა, შტურმის მცდელობები, შეცდომების/დანაშაულების არაღიარება. ეს ყველაფერი ყოველთვის "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებდა. ამის რისკი ახლაც არსებობს და ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს რესურსი, რომ "ოცნება" კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში”, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო