პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო - დაკავებულია ორი პირი

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო. პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობისას სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. ორივე მათგანი ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წევრია.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ მჯდომარე აქციას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე კარვის გაშლის ნებას არ მისცემენ.

"პატარა კარავი გვინდოდა გაგვეშალა, გავიყინეთ. ხომ გვაქვს უფლება მოქალაქეებს, რომ პროტესტი გამოვთქვათ. გუშინაც აქ ვიყავით, გავათენეთ, უძილო ვართ. ჩვენ გვქონდა კანონიერად უფლება, რომ სამი კარავი გაგვეშალა. კარვის შემოტანის დროს ცოტა შეიძლება ჩვენი ხარვეზიც იყოს, რომ ორგანიზება ვერ გავუწიეთ. მოგვტაცეს კარავი და პროტესტის ნიშნად ვაპირებთ, რომ ძირს დავჯდეთ და გავაპროტესტოთ ასე სანამ არ იქნება იმის საშუალება, რომ რაც კანონით გვეკუთვნის ის გაგვაკეთებინონ. უკანონოს არაფერს არ ვითხოვთ, ეს ჩვენი უფლებაა. ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებსაც და მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაპატიმრებას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ 2 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს