ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებს - პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური

პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მანდატებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია მისი მოწოდების არგაზიარება, თუმცა ის თანამებრძოლებს მოუწოდებს, რომ ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ.

„ცხადია, წარმოუდგენლად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება არ გავიზიარო, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ის ტყვეობაშია, საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რისკავს და 32 დღეა შიმშილობს. ამასობაში, მინდა მოვეფერო ჩემს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური. უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არა მარტო მანდატთან დაკავშირებით. მთავარი მანდატი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხის სიყვარული. ჩვენი სამშობლოს გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარზე - თავისუფლება უკანონოდ დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს. ყველა ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, აქცია, ბრძოლა დაუკავშირდება, უსამართლობასთან არ შეგუებას, მიშას თავისუფლებას“, - წერს ხაბეიშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა და ურჩია ყველა თანამებრძოლს, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს