საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნებზე იყო საუბარი.

"ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკოში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს