ანა ნაცვლიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - შესაძლო უმძიმეს შედეგებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ ივანიშვილს

ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან და არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.

„იმ პროცესს, რაც მიმდინარეობს და რაც შექმნა ხელისუფლებამ, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს არც მართლმსაჯულების განხორციელებასთან, არც სამართლის იდეასთან. ეს არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და ამას ადასტურებს არა მხოლოდ სამართლებრივი დეტალები, არამედ პოლიტიკური განცხადებები, სამარცხვინო, ადამიანობის ხაზს მიღმა გაკეთებული არაერთი პოლიტიკური განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე არსებულ რისკებს, რასაც ხელისუფლება ჯიუტად არ აკეთებს კანონისა და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ. იცით, რომ აქამდე ათობით პატიმარი ყოფილა გადაყვანილი ჯანმრთელობის რისკების გამო სწორედ სამოქალაქო კლინიკაში. ასევე, ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს