ბესიკ წერედიანი - კონსტიტუციით უფლება მაქვს მოვაწყო მანიფესტაციები და ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, თუ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამისთვის მიპირებენ დაკავებას, კი ბატონო, მზად ვარ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, ბესიკ წერედიანი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება. დაკითხვაზე ასევე იმყოფებიან აქტივისტები გიორგი შერვაშიძე და დავით მახარაძე.

როგორც ბესიკ წერედიანმა განაცხადა, სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის და არაფრის დამალვას არ აპირებს.

„ხმა რეალურად ჩემია, შეხვედრაც იყო. ეს არ იყო არანაირი თათბირი და წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა. მსგავსი შეხვედრები მუდმივად იმართება პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს შემთხვევით შევედი და ვუზიარებდით ერთმანეთს იმ აზრებს, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გადაწყვეტდა ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ეს იყო და ეს. ამიტომ მოვყვები იმას, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობ, რომ დიახ, კონსტიტუციით მე მაქვს უფლება მოვაწყო დემონსტრაციები, მანიფესტაციები და ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება. თუ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამისთვის მიპირებენ დაკავებას, კი ბატონო, მზად ვარ", - განაცხადა წერედიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს