სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს ერთი წელი შეუსრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან 1 წელი გავიდა.საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან ერთად სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა და თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს გახდა ერთი წელი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

„ეს იყო წინგადადგმული ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა სამსახურმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. შედეგად, გადამზადებული კადრები კარგად აისახა სამსახურის მუშაობაზე, როგორც მისაღები კონტიგენტი, ისე არსებული ოფიცრები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებას ამ ცენტრში გადიან. ვულოცავ მთელ კოლექტივს, მის ხელმძღვანელობას და ვუსურვებ წარმატებას,“-აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

უწყების იფნორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი არის თანამედროვე ინსფრასტრუქტურით აღჭურვილი, დასავლური ტიპის სასწავლო დაწესებულება, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატები და მოქმედი მოსამსახურეები საერთაშორისო სტანდარტის სპეცმომზადებას გადიან.

მათივე ცნობით, სასწავლო ცენტრი, ახლადდანერგილი განგრძობადი პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების გამოყენებით უზრუნველოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის სრულ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, რისთვისაც იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს.

სასწავლო ცენტრი სამსახურისთვის არჩევს და ამზადებს კვალიფიციურ, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე, მოტივირებულ კადრებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სპეცმომოზადების შედეგად მაღალი დონის პროფესიონალებად ყალიბდებიან.

სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში არაერთი სპეც. მომზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა განხორციელდა უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო